Saturday, November 8, 2014

ინტელის ტრენინგის მსვლელობისას განვიხილეთ პროექტებით სწავლებაროგორც  სწავლა-სწავლების პროცესში კრიტიკული აზროვნებისა და კომუნიკაციისუნარების განვითარების საშუალება.
ასევე  ელექტრონული პორტფოლიოს შექმნის ტექნიკასმის აქტიურ გამოყენებასმასწავლებლის მიერ შექმნილინაშრომების ელექტრონული ფორმით წარმოდგენას.
 გაჩნდა კითხვებირომლებზეც აქვე ტრენერის დახმარებით მივიღეთ ამომწურავი პასუხები.გავეცანით შეფასების რუბრიკის შექმნასგანვიხილეთ საპრეზენტაციო პროგრამა და ამ ფორმატში  წარმოვადგინეთ შექმნილი პროექტ-გაკვეთილის გეგმა.
ტრენინგზე შევისწავლეთ  ინფორმაციის მოძიებისას გასათვალისწინებელი უფლება-მოვალეობები ვიმუშავეთ პროექტის გეგმაში შეფასებისრუბრიკის ჩამოყალიბებაზესაინტერესო იყო ბლოგებზე ვიდეოებისა და პრეზენტაციების ატვირთვის  შესწავლის პროცესიც.
 განვიხილეთ ფასილიტაციის დანიშნულება გაკვეთილზეთემისშერჩევისა და მისი მოსწავლეთათვის გაცნობის საუკეთესო საშუალების კონტექსტშირაც ნებისმიერი სასწავლო თემის მიმართ მოსწავლეებს აუმაღლებსმოტივაციას და ინტერესს. ტრენინგის ბოლო ეტაპი მიეძღვნა პროექტის  ატვირთვას.აღნიშნული ეტაპიც წარმატებით განხორციელდა.

Sunday, November 2, 2014

რეფლექსია
ტრენინგის მერვე დღეს ვიმსჯელეთ თუ როგორ გამოვიყენოთ ტექნოლოგიები სწავლების პრაქტიკის გაუმჯობესებისათვის,როგორ გავუწიოთ ფასილიტაცია კლასს.
გადავხედეთ პორთფოლიოსათვის შექმნილ მასალებს. შევიტანეთ მასში ცვლილებები