ასევე ელექტრონული პორტფოლიოს შექმნის ტექნიკას, მის აქტიურ გამოყენებას, მასწავლებლის მიერ შექმნილინაშრომების ელექტრონული ფორმით წარმოდგენას.
გაჩნდა კითხვები, რომლებზეც აქვე ტრენერის დახმარებით მივიღეთ ამომწურავი პასუხები.გავეცანით შეფასების რუბრიკის შექმნას, განვიხილეთ საპრეზენტაციო პროგრამა და ამ ფორმატში წარმოვადგინეთ შექმნილი პროექტ-გაკვეთილის გეგმა.
ტრენინგზე შევისწავლეთ ინფორმაციის მოძიებისას გასათვალისწინებელი უფლება-მოვალეობები, ვიმუშავეთ პროექტის გეგმაში შეფასებისრუბრიკის ჩამოყალიბებაზე. საინტერესო იყო ბლოგებზე ვიდეოებისა და პრეზენტაციების ატვირთვის შესწავლის პროცესიც.
განვიხილეთ ფასილიტაციის დანიშნულება გაკვეთილზე, თემისშერჩევისა და მისი მოსწავლეთათვის გაცნობის საუკეთესო საშუალების კონტექსტში. რაც ნებისმიერი სასწავლო თემის მიმართ მოსწავლეებს აუმაღლებსმოტივაციას და ინტერესს. ტრენინგის ბოლო ეტაპი მიეძღვნა პროექტის ატვირთვას.აღნიშნული ეტაპიც წარმატებით განხორციელდა.
No comments:
Post a Comment